მარტინენკო ამბობს, რომ ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია „ალტ-ინფომ“ არ ჩაატარებინა

პუბლიკა

ძალადობრივი და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო ამბობს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილს ლექცია მათი ორგანიზაციის წევრებმა არ ჩაატარებინეს.

„ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს. ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს.

მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ. ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს,“ -წერს შოთა მარტინენკო.

გუშინ ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელმა ნიკა გურინმა, facebook-ზე დაწერა, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებული, თუმცა „სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილებმა” პიკეტირება მოაწყვეს და ამის გამო ორგანიზატორებმა,  უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა გააუქმეს.

მოგვიანებით ლევან ბერძენიშვილმა „კვირის ფორმულას”ეთერშიც ისაუბრა ყვარლის ცენტრი მომხდარის შესახებ ისაუბრა. ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე უნდა გამართულიყო, თემაზე: „ილია, ჩვენი ევროპელი მამა”.