მარტის აქციების საქმეზე გამოძიება ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლითაც გაგრძელდება

პუბლიკა

გენერალურმა პროკურატურამ, „მედიაომბუდსმენის“ მოთხოვნის საფუძველზე, კვალიფიკაცია დააზუსტა 7-9 მარტის აქციების დაშლის საქმეზე, რომლის დროსაც ჟურნალისტები და ოპერატორები დაზარალდნენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ აქამდე გამოძიება მხოლოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობდა (სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით), ახლა გამოძიება ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლითაც გაგრძელდება (154-ე მუხლის პირველი ნაწილი).

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაზარალებული ჟურნალისტების ინტერესებს „მედიაომბუდსმენი“ იცავს. მედიის 21 წარმომადგენელი სპცეიალურ საგამოძიებო სამსახურში უკვე გამოიკითხა და 8 მათგანს სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი მიენიჭა, მათ შორის, „პუბლიკის“ ორ ჟურნალისტს – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს.

2-9 მარტის აქციებზე  მედიის 21 დაზარალებულ წარმომადგენელს შორის არიან:

  1. თამარ გეგიძე – On.ge, რედაქტორი
  2. ვახტანგ ქარელი – „ფორმულა”, ფოტორეპორტიორი
  3. მიხეილ გვაძაბია – „ნეტგაზეთი”, ჟურნალისტი
  4. ალექსანდრე ქეშელაშვილი – „პუბლიკა’, ჟურნალისტი
  5. ბასტი მგალობლიშვილი – „პუბლიკა”, ჟურნალისტი
  6. რატი მუჯირი – „ფორმულა”, ჟურნალისტი
  7. გურამ მაისურაძე – „მთავარი არხი”, ჟურნალისტი
  8. მაია თეთრაშვილი – „ფორმულა”, ჟურნალისტი
  9. ნიკოლოზ კოკაია – „ფორმულა”, ოპერატორი
  10. გიორგი კვიჟინაძე – „ფორმულა”, ჟურნალისტი
  11. ნიკა საჯაია – „ფორმულა”, ჟურნალისტი
  12. ნიკოლოზ კოკაია – „ტელეკომპანია პირველი“, ოპერატორი
  13. მარი წაქაძე – „ფორმულა”, ჟურნალისტი
  14. ირაკლი ბახტაძე – „მთავარი არხი”, ჟურნალისტი
  15. დავით მანია – „ფორმულა”, ოპერატორი
  16. სალომე ჩადუნელი – „ფორმულა”, ჟურნალისტი
  17. ჯამლეთ ბაკურიძე – „ფორმულა”, ოპერატორი
  18. ლუკა ლავრელაშვილი – „მთავარი არხი”, ოპერატორი
  19. დეა მამისეიშვილი – „მთავარი არხი”, ჟურნალისტი
  20. ზურაბ ჩხვირკია – „მთავარი არხი”, ოპერატორი
  21. გიორგი ჯაფარიძე – „ფორმულა”, ოპერატორი