კომპანია Biletebi.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზში 7 აპრილს რუსული ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ კონცერტი გაიმართება.
როგორც კომპანია ავრცელებს ინფორმაციას, რუსი მომღერლის მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი კი მალე გამოქვეყნდება.
2 სექტემბერს კომპანიამ Biletebi.ge კულტურის სამინისტროს მიმართ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია. განცხადების მიხედვით, საუბარი იყო რუსი მომღერლების, მაქსიმ გალკინის და ანდრეი მაკარევიჩის, კონცერტებზე.