მაშველებმა შაორის ტბიდან მოზარდის ცხედარი ამოასვენეს - საგანგებო

პუბლიკა

შაორის ტბიდან მაშველებმა მოზარდის ცხედარი ამოასვენეს – ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, 14 წლის მოზარდი ექსკურსიაზე იმყოფებოდა თანატოლებთან ერთად, ფოტოს გადასაღებად ქვაზე ასული კი ტბაში ჩავარდა.