მასიურად დაიბომბა ხარკოვი და ათობით ადამიანი დაიღუპა – გერაშენკო

პუბლიკა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს თქმით, ხარკოვი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს. შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

„ხარკოვი ამ წუთას მასიურად დაიბომბა „გრადებიდან“. ათობით დაიღუპა და ასობით დაშავდა. ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს“, – ციტირებს გერაშენკოს სიტყვებს უკრაინული მედია.