მათიკაშვილის კითხვა გაფრინდაშვილს: კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერი სწორია?

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატს, ლელა გაფრინდაშვილს უსმენენ.

მას შეკითხვები „ქართული ოცნებიდან“ ძირითადად უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა დაუსვა. მათიკაშვილის შეკითხვები სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობას შეეხებოდა, ასევე, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერს.

„დავით მათიკაშვილი: სეკულარული სახელმწიფო რა არის და წარმოადგენს თუ არა საქართველო სეკულარულ სახელმწიფოს?

ლელა გაფრინდაშვილი: დიახ, საქართველო სეკულარული სახელმწიფოა თავისი კანონმდებლობით, შინაარსით… რაშიც ცივილიზაცია იგულისხმება, რომ არ არის თეოკრატია, ან ავტოკრატია ან ასეთი რაღაც.

დავით მათიკაშვილი: როგორ აფასებთ ეკლესიისა და სახელწმიფოს დამოკიდებულებას და ზოგადად, სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ დამოკიდებულებას?

ლელა გაფრინდაშვილი: არ ვთვლი არანაირად, რომ რამე შეზღუდვები არსებობს და კონკრეტული კონფესია იზღუდება საქართველოში.

დავით მათიკაშვილი: გასაუმჯობესებელი ხომ არ არის, ან პირიქით ხომ არ უნდა შეიზღუდოს სახეწლმიფო?

ლელა გაფრინდაშვილი: ორი წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც სრულიად სტერილურია რელიგიური კონფესიების მიმართ. ჩვენ შეიძლება კომერციულ ტელევიზიებს ვერ მოვთხოვოთ, რომ ყველა კონფესია წარმოადგინოს, მაგრამ საზმაუს აქვს ვალდებულება და არ შეიძლება რომ ასეთი სტერილური იყოს ეს დაწესებულება.

დავით მათიკაშვილი: კარგი, კონსტიტუციაში გვაქვს ჩანაწერი ქორწინების შესახებ, თუ გაიხსენებთ როგორი ჩანაწერია, რა სიტყვებით არის?

ლელა გაფრინდაშვილი: არ მახსოვს ზუსტი ფორმულირება, მე მგონი ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია ჩაწერილი.

დავით მათიკაშვილი: დიახ, და როგორ თვლით თქვენ, სწორი ჩანაწერია ეს?

ლელა გაფრინდაშვილი: მე ვთვლი, რომ ამ მომენტისთვის სწორი ჩანაწერია.

დავით მათიკაშვილი: ამ მომენტისთვის რატომ,  შეიძლება შეიცვალოს რამე?

ლელა გაფრინდაშვილი: ეს როგორი რაღაც არის იცით, რომ განგსტერულ ფილმებში საკონტროლო გასროლა რომ არის, ასეთი კითხვაა. რისთვის არის… თქვენ მეკითხებით როგორ ვუყურებ მე სექსუალურ უმცირესობებს და მათ შორის ქორწინებას.

დავით მათიკაშვილი: არა, მაგას არ გეკითხებით.

ლელა გაფრინდაშვილი: ეს არის ძალიან საკამათო საკითხი, ეს უნდა იყოს საგანი ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის”.

ამის შემდეგ დავით მათიკაშილმა თქვა, რომ ეს ჩანაწერი არის იმ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგი, რომელიც განხორციელდა 2017-2018 წლებში.

„კონსტიტუცია შეივსო… პრაქტიკულად თავიდან შეიქმნა ახალი კონსტიტუცია, სადაც აბსოლუტურად გათვალისწინებული იყო ეს ახალი მომენტი, რომელსაც ვეთანხმებით და უფრო მეტიც,  ჩვენი  ინიციატივით განხორციელდა”, – თქვა მათიკაშვილმა.

პარლამენტმა სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. დღეს დაგეგმილია კიდევ სამი კანდიდატის მოსმენა. გუშინ კომიტეტზე ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს მოუსმინეს.

LB loan image desktop LB loan image mobile