სავარაუდო ასაფეთქებელზე ინფორმაციის გამო ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან დაეშვა

პუბლიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მათი განცხადებით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

აეროპორტი წერს, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.