მცირეკონტიგენტიან სკოლებში დისტანციის პრობლემა არაა და ეს გასათვალისწინებელია - რატიანი

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მცირეკონტიგენტიან სკოლებში დისტანციის პრობლემა არ არის და ეს განთლების სამინისტრომ უნდა გაითვალსიწინოს.

„ახალი წელი იწყება და ბოლოს და ბოლოს ვერ გადაწყვიტა განათლების სამინისტრომ, როგორ გაიხსნას ახალი სასწავლო წელი. საქართველოს სკოლების 62% ძალიან მცირეკონტინგენტიანია, 300-ზე ნაკლები მოსწავლით. ასევე ძალიან ბევრი სკოლა არის 100 ბავშვზე ნაკლები კონტინგენტის. რად უნდა ამას რამე რეგულაცია, ჩვეულებრივად უნდა გაიხსნას ეს სკოლები. 12-ბავშვიანი სკოლები რომ არის, ორი ბავშვი რომ არის, ასეთ სკოლებში რა დისტანციის პრობლემააა? არანაირი პრობლემა არ არის. ამიტომ უნდა გავყოთ ეს საკითხი. მცირეკონტინგენტიან სკოლებში საერთოდ არ არის პრობლემა. სკოლებში ერთადერთი პრობლემა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ გადაუწყვეტელია, ეს არის ის, რომ სკოლების 27%-ში არ არის პირსაბანი და საპირფარეშოები. ამას უნდა მიხედონ. ჩვეულებრივ იქ დისტანციის პრობლემა არ არის“,-განაცხადა რატიანმა.