სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრები დღეს მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისთან აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეთა პროტესტს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილზე შეკრებილებმა ადამიანებმა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე მათგანი.
როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, ორ მამაკაცს, რომლებიც გადაყვანილნი არიან კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“, აღენიშნებათ ქალა-ტვინის დახურული ტრამვა და მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.
„ორი მამაკაცი შემოყვანილია მიმღებ განყოფილებაში „112-ის“ მიერ, დიაგნოზით, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ამ ეტაპზე მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, უტარდებათ შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები. ამ დიაგნოსტიკის შემდეგ შევძლებ სრულყოფილად ინფორმაციის მოწოდებას. ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ორივე თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და სისუსტეს უჩივის. აღენიშნებათ ექსკორიაციები სახისა და თავის არეში. მიმდინარეობს შესაბამისი მონიტორინგი. ჯერჯერობით, ბოლომდე არ არიან გამოკვლეულები. ერთს აქვს დაზიანებები ყვრიმალისა და შუბლის არეში, მეორეს – ტუჩის არეში“, – განაცხადა თეა მესხიძემ.