მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან აქციის მონაწილეების პროტესტს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრები მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ოფისთან აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეთა პროტესტს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილზე შეკრებილებმა ადამიანებმა.  მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც. აქციის მსვლელობისას პროტესტის მონაწილეებს ესაუბრებოდა მცხეთის მერი გიორგი კაპანაძეც. ის მათ მოუწოდებდა, დაეტოვებინათ მიმდებარე ტერიტორია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. კადრებში, რომელსაც „tv პირველი“ ავრცელებს, ჩანს, რომ პატრულის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს აქციის რამდენიმე მონაწილე და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

პუბლიკა ცდილობს შსს-ში გადაამოწმოს, დააკავეს თუ არა ეს მონაწილეები.

LB loan image desktop LB loan image mobile