მდგომარეობა სტაბილურია, გართულებები მოსალოდნელი არ არის - ექიმი

პუბლიკა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის, ვალერიან ლობჟანიძის განცხადებით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გართულება მოსალოდნელი არ არის.

ელენე ხოშტარიამ 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ პროტესტი პარასკევს შეწყვიტა და სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს.

„ქალბატონი ელენეს მდგომარეობა არის სტაბილური, ვიტალური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის. შემოსვლისას იყო მცირედი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია. დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება, აგრეთვე საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება სითხისა და ელექტროლიტური ბალანსის შესანარჩუნებლად. იღებს დანიშნულ საშუალებებს, რომლის მიღებაც გუშინ დაიწყო. ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა “, – განაცხადა ექიმმა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ელენე ხოშტარიამაც და თავის მხარდამჭერებს ამცნო, რომ კლინიკაში, სავარაუდოდ, კიდევ ერთ კვირას დაჰყოფს და მისი მკურნალობის პროცესი გეგმის შესაბამისად მიდის.

ელენე ხოშტარიამ 17-დღიანი შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა შესთავაზა.

LB loan image desktop LB loan image mobile