„ქართული ოცნების” წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის არჩევნების წესებით ჩატარდება.
მდინარაძის თანახმად, შესაბამის ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს „ქართული ოცნების” პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღებს.
„2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ყველა იმ წესით, ყველა დამთხვევით, რა წესითაც ჩატარდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაჟორიტარების რაოდენობით, შესაბამისი პროპორციით, 4%-იანი ბარიერით და ა.შ”. – თქვა მამუკა მდინარაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა 4%-იანი ბარიერით.
4 წლის ვადით ამომრჩევლებმა აირჩიეს:
- თბილისის 4 თვითმმართველი ქალაქის 59 თვითმმართველი თემის მერი;
- თბილისის საკრებულოს 50 წევრი, აქედან 25 წევრი – ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე;
- თვითმმართველი ქალაქებისა (გარდა თბილისისა) და თვითმმართველი თემების 63 საკრებულოს – 2 008 წევრი, აქედან პროპორციული სისტემის საფუძველზე – 945, ხოლო მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე – 1 063 წევრი.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვალა საარჩევნო სისტემა და თვითმმართველ ქალაქებში/თვითმმართველ თემებში პროპორციული და მაჟორიტარული წესით ასარჩევ საკრებულოს წევრთა პროპორცია – მოქალაქეებმა აირჩიეს 64 საკრებულოს 2 068 წევრი და 64 მერი, აქედან, ხუთი თვითმმართველი ქალაქის მერი. შეცვლილმა პროპორციამ გამოიწვია ოლქების საზღვრებისა და ადმინისტრირების კუთხით გარკვეული ცვლილებები.
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში დაწესდა ორ-ტურიანი სისტემა (ბარიერი 40%). საარჩევნო ბარიერმა დაიწია და თბილისში განისაზღვრა 2.5%-ით, ხოლო დანარჩენ საარჩევნო ოლქებში – 3%-ით;