მდინარაძე დაღუპულ მებრძოლებზე: არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან უკრაინაში დაღუპული მებრძოლების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ „ომისა და ღალატის პარტიაში“ არიან ადამიანები, რომლებსაც უხარიათ ასეთი ამბები.

„ომში დაღუპულ ბიჭებზე ნერვიულობენ ისინი და ჩვენ არ ვნერვიულობთ? ანუ თვითონ, ნაცები არიან ადამიანები და ჩვენ არ განვიცდით ამას? ამის გამოყვანა უნდათ მაგათ, როდესაც იყენებენ იარაღად თითოეულ გარდაცვალებას და როდესაც ვსაუბრობდით სხვადასხვა შემთხვევაზე –  ამ შემთხვევაში შეიძლება უკრაინაში დაღუპულებზეა საუბარი, მაგრამ სხვა შემთხვევაში აქ გარდაცვლილებზე როცა იყო საუბარი, რომელიც მოკლეს, ვთქვათ, დანაშაულის შედეგად და ა. შ. ყველა შემთხვევაში ამ ამბავს და ამ ამბებს ისინი იყენებენ ინსტრუმენტად, რომ დააზიანონ ხელისუფლება. ისინი არიან თანამზრახველები ადამიანის გარდაცვალების და სიკვდილის, პიარული თანამზრახველები ამ შემთხვევაში. ეს არის რეალობა და, გულწრფელად გითხრათ, გულის სიღრმეში მჯერა და მეგულება ადამიანები ომის და ღალატის პარტიაში, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები იმისათვის, რომ პიარული დარტყმები განახორციელონ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.