მე არასოდეს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, რომლებიც წარსულში იყო - ოქრიაშვილი

პუბლიკა

კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ „ძალა ერთობაშიას” შეუერთდა და არჩევნებში ერთ ბლოკად მიიღებს მონაწილეობას.

ჟურნალისტმა ოქრიაშვილს ენმ-თან წარსული თანამშრომლობის შესახებ დაუსვა კითხვა და შეახსნა, რომ მან 2012 წელს ერთხელ უკვე დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„მე პოლიტიკაში მოვხვდი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, საინიციატივო ჯგუფით, პარტიების დახმარების გარეშე და ყოველთვის ვგრძნობდი ამ დამოუკიდებლობას. აზროვნებაც ყოველთვის დამოუკიდებელი მქონდა და კენჭისყრებშიც დამოუკიდებლად ვმოქმედებდი. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან მაკავშირებდა რამე ურთირთობა, ამას დავარქმევდი მოკავშირეების ურთიერთობას და არა წევრობას. მე დღეს წარმოვადგენ პარტია პროგრესს და აქამდე არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. მე არასოდეს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, დანაშაულებებზე, რომლებიც წარსულში იყო – ეს იყო 2012 წლამდე, თუ 2012 წლის შემდეგ. მინდა გითხრა, რომ ვერ გავიზიარებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც 2012 წლამდე იყო ბიზნესთან დაკავშირებით და მინდა, რომ ეს  ყველაფერი გამოსწორდეს და ვერც იმას გავიზიარებ, რაც იყო გავრილოვის დღესთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, 2006 წლიდან იცავს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას და აპირებს, მაჟორიტარ კანდიდატად იყაროს კენჭი გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ეგიდით.


კახა ოქრიაშვილი მოქმედი პარლამენტის წევრია. ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატია დმანისის საარჩევნო ოლქში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტში.

ოქრიაშვილი ერთ-ერთი ის დეპუტატია, რომელმაც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. ის ერთ-ერთია მილიონერი დეპუტატების სიაში. არაერთ კომპანიაში ფლობს წილს და წლების განმავლობაში შპს „პსპ“-ის გენერალური დირექტორი იყო.

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მცხეთაში გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.