მე მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა - ელისაშვილი

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ალეკო ელისაშვილი ლევან იოსელიანის განცხადების საპასუხოდ წერს, რომ თვითონ, როგორც „რიგითმა დეპუტატმა“ მხოლოდ სატელეფონო თანხაზე თქვა უარი, რადგან, მისი თქმით, „სხვა ფუფუნება“ არ ეკუთვნოდა.

„პარლამენტის ვიცე-სპიკერს ეკუთვის:

  • სახელმწიფო ავტომანქანა;
  • დაცვა;
  • 700 ლიტრი ბენზინი;
  • რამდენიმე ასეული ლარი სატელეფონო თანხა.

ლევანმა, რა თქმა უნდა, ამ პრივილეგიებზე უარი თქვა! შეგიძლიათ, ნებისმიერმა გადაამოწმოთ ეს. მე, როგორც რიგითმა დეპუტატმა მხოლოდ სატელეფონო თანხაზე ვთქვი უარი, სხვა ფუფუნება არც მეკუთვნოდა. ასე რომ გვინდა იცოდეთ – ჩვენ პარლამენტში ხალხის სამსახურისთვის ვართ და არა პრივილეგიებისთვის!“, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.


„არ მჭირდება მანქანა და მძღოლი, მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და ცხენიც“, – „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი საუბრობს თავისი საპარლამენტო თანამდებობის პრივილეგიებზე და ამბობს, რომ თანამდებობა არ არის ის, რის გამოც პარლამენტში შევიდა. მისი განცხადებით, ის პრივილეგიებით სარგებლობას არ აპირებს.