მე, ტრანსგენდერ ქალს, სახელმწიფო კვლავ მიწოდებს მამაკაცს - მადონა კიპაროიძე

პუბლიკა

ტრანსგენდერი ქალი, მადონა კიპაროიძე, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, საქართველოს სახელმწიფოს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში გენდერის ცვლილებასთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია.

„მე, ტრანსგენდერ ქალს, სახელმწიფო კვლავ მიწოდებს მამაკაცს და პირადობაში სქესის აღმნიშვნელ გრაფაში მიწერს „მამრობითს”. მე უარს ვაცხადებ მსგავსი პირადობის მოწმობის აღებაზე და ვაცხადებ უარს რომელიმე დოკუმენტში ვიყო მითითებული, როგორც მამაკაცი. მანამდე შეუძლებელი იქნება ჩემი დასაქმება და სწავლა, სანამ მე მდედრობითს არ ჩამიწერენ“, – ამბობს მადონა კიპაროიძე.

როგორც მადონა განცხადებაში წერს, ის არ აპირებს დასაქმდეს ან ისწავლოს, როგორც მამაკაცმა. ეს მისთვის „ცხოვრებისეული შეურაცხყოფაა“.

„ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე ვითხოვ სახელმწიფომ მაღიაროს ქალად!“ – აღნიშნავს მადონა კიპაროიძე.