მე ვლოცულობ მშვიდობისთვის კავკასიაში - რომის პაპი

პუბლიკა

რომის პაპი ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. პაპმა მოუწოდა დაპირისპირებლ მხარეებს შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები და მთიანი ყარაბაღის საკითხი მოლაპარაკებებით გადაჭრან.

„მე ვლოცულობ მშვიდობისთვის კავკასიაში და ვთხოვ კონფლიქტის მონაწილეებს გადადგან თავიანთი კეთილი ნებისა და ძმობის ნიშნად კონკრეტული ნაბიჯები, რაც საშუალებას მისცემთ, პრობლემები გადაჭრან არა ძალის გამოყენებითა და იარაღით, არამედ დიალოგითა და მოლაპარაკებით“, – თქვა პაპმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

რომის პაპი ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს 2016 წელს სტუმრობდა. როგორც ფრანცისკემ გნაცხადა რომ განიცდის გავრცელებულ ინფორმაციას განახლებულ შეტაკებებზე, რომლებსაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. მან წმინ პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს რეგიონში მშვიდობისთვის მასთან ერთად ელოცათ.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება დღეს დილით დაიწყო. სომხეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ იერიში პირველად, 07:10 საატძე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა მიიტანეს. აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ დაპირისპირება სომხეთის მეირ მოწყობილი პროვოკაციით დაიწყო და აზერბაიჯანელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

დღეს დილას დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ჩამოაგდეს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და სამხედრო ვერტმფრენი, ასევე გაანადგურეს რამდენიმე ტანკი. უწყება 2 აზერბაიჯანული ტანკის აფეთქების ვიდეოსაც ავრცელებს. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მათაც არაერთი სომხური სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებული დაპირისპირების შედეგ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ილჰამ ალიევსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის. ასევე სატელეფონო საუბარი გამართეს აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა.

ხოლო რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მოგვიანებით კი სერგეი ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ელაპარაკა.

LB loan image desktop LB loan image mobile