მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, ოკუპაციის კანონი არ აქვს დარღვეული - მდნარაძე

პუბლიკა

„მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული“, – „ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჩეჩნეთის მოქალაქეების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ამბობს, რომ მებაჟეს პირის შეჩერების უფლება არ აქვს, თუ არ არსებობს ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევაზე ან მითითება პროვოკაციის შესახებ.

„ეს ამბავი სოციალურ ქსელებიდან გავიგე, როგორც ამ ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ და მებაჟემ როგორ უნდა გაიგოს ამბავი, თუ არ არის ძებნილთა სიაში, თუ მითითება არ არის რაიმე პროვოკაციის შესახებ, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული.

სხვა შემთხვევაში მას არ აქვს უფლება, რომ შეაჩეროს ან სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ამ შემთხვევაში, რადგან დარღვეული არ ჰქონდა, როგორც ჩანს, შემოუშვა. ანტიპუტინისტი ვინოკუროვის შემოშვებაზე რა ამბავი ატეხეთ, ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ“, – მიმართა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მოქალაქეების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სავარაუდოდ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას, რუსულნომრებიანი მანქანების ესკორტი გადაადგილდება.

საჯაროდ გავრცელებულ კადრებში ერთ-ერთი ავტომობილის ნომერი ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის ოჯახის მიერ სხვადასხვა დროს თავიანთი მანქანისათვის გადაღებულ ვიდეოკადრებში დაფიქსირებულ ნომერს დაემთხვა.