მედიის ცნობით, 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებიდან სპეცრაზმი გაიყვანეს

პუბლიკა

მედიის მიერ გავრცელებული კადრებით, სპეცდანიშნულების რაზმმა 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩები დატოვეს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა სპეცრაზმისგან თავისუფალ ქუჩებზე გადაინაცვლეს.

პარლამენტის შესასვლელები სპეცრაზმს იურიდიული კომიტეტის დასრულებამდე ჰქონდა ჩახერგილი და აქციის მონაწილეებს გადაადგილებას უზღუდავდა. სამართალდამცველები პერიოდულად ძალადობდნენ მშვიდობიან მომიტინგეებზე. დაკავებულია 20 ადამიანი.

დეპუტატების მისვლის დროს მედიას შეეზღუდა ასევე პარლამენტის გარედან შიდა ეზოს გადაღება, რადგან ჭიშკრებთან სახანძროს მანქანები დააყენეს და ხედი დაჩრდილეს. მოქალაქეები დეპუტატებს შეძახილებით აცილებდნენ.

შესასვლელებში სპეცრაზმის დგომის გამო პარლამენტში შესვლაზე შეფერხდნენ მედია და ოპოზიციონერი დეპუტატები, რის გამოც მათ იურიდიულ სხდომას ვერ მიუსწრეს, სხდომა ერთ წუთსა და 6 წამში დაიხურა.