მედიის ცნობით, მაშველებმა ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ 3 ცხედარი ამოასვენეს

პუბლიკა

ბათუმში მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, ნაპოვნია ორი მამაკაცისა და ერთი ბავშვის ცხედრები.

„პუბლიკა“ ცდილობს, გაარკვიოს მეტი დეტალი გარდაცვლილების შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მაშველებმა კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი ამოასვენეს ნანგრევებიდან. საგანგებოს ცნობით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია.

ნანგრევებიდან, ამ ეტაპისთვის, მაშველებმა ორი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს. 37 წლის მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათივე ექიმების თქმით, კრიტიკულად მძიმეა.