„ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა“ - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას და განცხადებას ავრცელებს.

„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“, – ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში.


ნანგრევებიდან, ამ ეტაპისთვის, მაშველებმა ორი ადამიანი ამოიყვანეს. 37 წლის მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ექიმების თქმით, კრიტიკულად მძიმეა.