როგორც მაშველებმა მომახსენეს, სავარაუდოდ, არის გარდაცვლილი - გომელაური

პუბლიკა

„როგორც ახლა მე მომახსენეს მაშველებმა, ნანახია ადამიანის ცხედარი. ვერ გიდასტურებთ 100 %-ით.  მუშაობენ, რომ აწიონ სინკარები და ნახონ. სავარაუდოდ, გარდაცვლილი უნდა იყოს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ჟურნალისტებთან კვლავ აღნიშნა, რომ როგორც ვარაუდობდნენ, კორპუსში დაახლოებით 15-მდე მოქალაქე უნდა იყოს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ვერ აკონკრეტებს სამინისტრო ადამიანთა რაოდენობას, გომელაური პასუხობს:

„ვერ ვადასტურებთ რაოდენობას იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება სტუმრად იყო ვინმე, ბევრი დაკეტილი ბინა იყო და მფლობელები თბილისში არიან. ისინი ვერ გვიდასტურებენ ბინაში იყო ვინმე თუ არა“, – აღნიშნავს ვახტანგ გომელაური.

შს მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გრძელდება გამოძიება.

„გამოძიება მიდის. ამაზე ახლა დეტალებში ვერ შევალ. ბოლომდე სანამ არ ჩავალთ, ხომ ვერ დავამთავრებთ გამოძიებას? ექპერტებმა უნდა იმუშაონ და დადონ თემა, რამ გამოიწვია კორპუსის ჩამონგრევა“, – განაცხადა გომელაურმა.