შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კუპატაძემ ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შალვა თადუმაძე 2019 წლიდან 2024 წლის დეკემბრამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
2024 წლის 30 დეკემბერს ის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა, რომელიც იმ დროს შს მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაც ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
ის ლიეტუვისა და უკრაინის მიერ სანქცირებულთა შორისა.