ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ქალი ამოიყვანეს | მედია

პუბლიკა

ამ წუთებში ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ქალი ამოიყვანეს. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით გაჰყავთ მიმდებარე ტერიტორიიდან. როგორც ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, მაშველები ცდილობენ ამ ქალის ორი შვილისა და მაზლის გამოყვანას ნანგრევებიდან.

„პუბლიკა“ ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაარკვიოს კონკრეტული ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.