მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ბიჭი ამოიყვანეს | მედიის ცნობით ის გონზეა

პუბლიკა

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი პირი, ახალგაზრდა ბიჭი ამოიყვანეს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიჭი გონზეა და ხელს ამოძრავებს.

ბიჭი სასწაფო დახმარების მანქანით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„პუბლიკა“ ცდილობს, გაარკვიოს კონკრეტული ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

ერთი საათის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს ახაგაზრდა ქალიც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.