მედიის ცნობით, სანქტ პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა

პუბლიკა
მედიის ცნობით, სანქტ პეტერბურგში დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა. რუსული ტელეგრამ რხები მომხდარის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.
მათ ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი პისკარიოვის გამზირზე მდებარე ხუთოთახიან სახლს დაეცა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, ხოლო დაზიანებული ბინებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.