„გაუპარსავმა მწვანე ჩმორმა თქვა, რომ სამდღიანი ზავის შესახებ პუტინის წინადადებას უარყოფს და მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია.
ვის სჭირდება მისი გარანტიები? ეს სიტყვიერი პროვოკაციაა და სხვა არაფერი.
ეს არარაობა ხვდება, რომ 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება”. – წერს ტელეგრამის გვერდზე რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ზელენსკის პასუხად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი თავადაა პასუხისმგებელია იმ მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე, რომლებიც მომავალ კვირას რუსეთის ტერიტორიაზე ჩავლენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკვე იმყოფებოდა ან 9 მაისს მიემგზავრება რუსეთში – თქვა მან.
“ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მათ თავად უნდა უზრუნველყონ თქვენი უსაფრთხოება” – განაცხადა ზელენსკიმ.