მეგის ქარდავას განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში დატოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მეგის ქარდავას 9 წელი მიუსაჯა. მას სხვაგვარ სექსუალურ ძალადობას, წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2013 წლიდან ძებნილი მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი 6 საქმეზე მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე  მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

მისი ექსტრადაცია საქართველოში 2021 წლის 17 სექტემბერს მოხდა. სასამართლო ქარდავს წინააღმდეგ რამდენიმე საქმეს ისევ განიხილავს.