„მეგობრებო, საქართველო განიკურნა“ - Russia Today-ს სანქცირებული რედაქტორი

პუბლიკა

„მეგობრებო, საქართველო განიკურნა“ – ასე გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მარგარიტა სიმონიანი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა შორის.

დღეს, 25 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.

„ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებების ქმედებებს, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას მოჰყვა და მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.