მელაძე: ასე დამხვდა მანქანა, წაიღეს სამსახურებრივი გარე ვინჩესტერი

პუბლიკა

ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და „ნოდარ მელაძის შაბათის” წამყვანი, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ავტომობილიდან წაიღეს სამსახურის „გარე ვინჩესტერი“.  მისივე თქმით, პირადი ნივთები დახვდა ხელუხლებელი.

„დაშინება ძარცვის იმიტაციით, შუაგულ თბილისში სამი კამერის თავლთახედვის არეალში მდგარი მანქანა ასე დამხვდა. წაიღეს სამსახურეობრივი გარე ვინჩესტერი. რაც მანქანაში იდო საათები, სათვალები პირადი ნივთები ხელუხლებელი”, – წერს მელაძე.

„TV პირველის“ ინფორმაციით, შემთხვევა ლესელიძის ქუჩაზე, სათვალთვალო კამერების წინ მოხდა. ნოდარ მელაძე ტელეკომპანიასთან ამბობს, რომ მან მაშინვე მიმართა პოლიციას. ის საგამოძიებო უწყებაში დღეს არის დაბარებული.

„პუბლიკა” ცდილობს მეტი დეტალის გარკვევას შსს-სთან. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.