მელია ენმ-ის არაფორმალურ მმართველად ზურაბ ადეიშვილსაც ასახელებს

პუბლიკა

დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ახლა უკვე ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილიც – „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია „შიდაპარტიული გადატრიალების” პროცესში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობაზეც საუბრობს. ამის შესახებ მან „TV პირველის” ეთერში, გადაცემა „რეაქციაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული სამი პირი პარტიის მართვის ბერკეტებს ფლობენ.

„ზურა ადეიშვილი პარტიის საარჩევნო პროცესებში ისე იყო ჩართული, რა დოზითაც ჩართული იყო და არის კეზერაშვილი და მერაბიშვილი. დღეს, ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტიის მართვის ბერკეტებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი, თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდე ჩართულები იყვნენ.

…დღეს პირველ რიგში თავად კადრულობს ამას, რომ გვერდიდან ჩაერიოს პარტიულ გადატრიალებაში და ამით დაასუსტოს მთავარი ღერძი ოპოზიციური მოძრაობისა”, –  განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ დღეს ეწერებიან ბიძინა ივანიშვილის სცენარში.