გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი ნიკა მელია სკოლის მოსწავლეების კვების შესახებ დაპირებას კიდევ ერთხელ განმარტავს. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს:
„იუნისეფის” ბოლო კვლევის თანახმად მოსწავლეების 35% მუდმივად განიცდის შიმშილს.
მშიერი ბავშვი ვერ ახერხებს ვერც საგანმანათლებლო პროცესში სრულად ჩართვას და ეს აისახება მის შემდგომ განვითარებაზე ცხოვრებაში.
ამ პროგრამით მუნიციპალიტეტი 170 სასწავლო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს 180 ათასი თბილისის მოსწავლის კვებას.
ხარჯი სოლიდურია, დაახლოებით 80 მილიონი ლარი.
გარდა იმისა, რომ ამ თანხის დაფინანსება თავისუფლად შესაძლებელია საბიუჯეტო თანხების არაკორუფციული ხარჯვითა, პოლიტიკური და ზოგადი ოპტიმიზაციით გამოთავისუფლებული თანხებით.
მე ვაცხადებ, რომ ჯანმრთელი და განათლებული მომავალი თაობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ამ ეტაპზე ნებისმიერ სხვა პროგრამაზე მეტად მნიშვნელოვანია განსახორციელებლად,ნებისმიერზე.
შეუძლია თუ არა ამ პროგრამის განხორციელება თბილისის მერიას?! – აბსოლუტური აბსურდია, რომ მუნიციპალიტეტს არ შეუძლია მოსწავლეებისთვის კვების უზრუნველყოფის სოციალური პროგრამის განხორციელება, ძალიან უხერხულია რომ მოქმედმა მერმა ეს არ იცის”, – წერს ის.
„უფასო კვება თბილისის სკოლებში“ – ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ეს დაპირება ბილბორდებზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.