მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ბრძანება ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოსცა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან” – წერია ბრძანებაში.
მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2025 წლის აპრილის ბოლოს დაინიშნა, მაქამდე ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.