მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება, რამე საიდუმლო გავეცი? – უგულავა

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება, როგორც თავად თქვა. მას რამდენიმე დღის წინ ესაუბრა და მისი მეგობარია.  ამის შესახებ უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ვნახე ვანო გუშინ თუ გუშინწინ. ვესაუბრე. პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება, საბოლოო ჯამში. როგორი ფორმით, რანაირად, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა/ჩვენ მეგობრები ვიყავით ვარდების რევოლუციამდე, ჯერ კიდევ 1998 წლიდან. მეგობრობა სხვა რამეა.

მე რამე საიდუმლო გავეცი? მგონია, რომ ეს დიდი საიდუმლო არ იყო. ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ისედაც ცხადი იყო“, –  ამბობს გიგი უგულავა.