თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. „სპორტი უფროსი თაობისთვის“ პროგრამის შესახებ დადგენილება 9 აგვისტოს გამოიცა.
აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლისა და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
„მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.
აქვე ნათქვამია, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში არა უმეტეს 300 ადამიანი დაფინანსდება.