მერია 60 წლის და ზემოთ მოქალაქეებს აუზისა და ფიტნეს დარბაზის მომსახურებას დაუფინანსებს

პუბლიკა

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. „სპორტი უფროსი თაობისთვის“ პროგრამის შესახებ დადგენილება 9 აგვისტოს გამოიცა.

აღნიშნული პროგრამით ისარგებლებენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლისა და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ დაუფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.

„მოსარგებლეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვე ნათქვამია, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში თვეში არა უმეტეს 300 ადამიანი დაფინანსდება.

LB loan image desktop LB loan image mobile