მერია: ჭავჭავაძისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 2-დან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება.

„აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციელდება გეგმიური სამუშაოები. კერძოდ, საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება და აკრედიტებული ორგანოს მიერ საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირება.

გარდა ამისა, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.