მერია საპატრიარქოს სამი ბაგა- ბაღის მეორედ მოძრავ ქონებას ჩუქნის

პუბლიკა

ქალაქის მერია, მის საკუთრებაში არსებულ ქონებას საპატრიარქოს გადასცემს. განკარგულების პროექტი საკრებულოს უკვე წარედგინა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, თბილისის მერია N13; N43 და N47 საბავშვო ბაგა-ბაღების მოძრავი ქონებას გადასცემს საპატრიარქოს.

ბარათში ნათქვამია, რომ ქონების მართვის სააგენტოს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა წერილით მიმართა, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისის N13; N43 და N47 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობის დემონტაჟის შედეგად ამ შენობაში განთავსებული მეორადი მოძრავი ქონების საპატრიარქოსთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

პროექტიდან ირკვევა, რომ N13-ე; N43-ე და N47-ე საბავშვო ბაგა-ბაღების შენობების დემონტაჟის შედეგად ამ შენობებში განთავსებული მეორადი მოძრავი ქონების საქართველოს საპატრიარქოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე რეკომენდაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომაც გასცა.

განკარგულების პროექტის მიხედვით საპატრიარქოს შემდეგ ნივთებს გადასცემენ: გაზქურა კომბინირებული; გაზქურა 4 კამფორიანი; სამზარეულოს ელექტრო ქურა 6 კამფორიანი; 2 ელექტრო ღუმელით; სამეთვალყურეო კამერა კარადით; დეტალური სია იხილეთ დანართიდან: