მერიის ცნობით, პარლამენტის წინ ტერიტორია „ოცნების“ აქციის მოსამზადებელი სამუშაოების გამო შემოიღობა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოიღობა.

თბილისის მერიიდან „პუბლიკას“ აცნობეს, რომ 29 აპრილს „ოცნების“ დაგეგმილი აქციისთვის უნდა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები.

„თბილისის მერიაში შემოსულია განაცხადი პარტია „ქართული ოცნებიდან” 29 აპრილს დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები“, – ნათქვამია წერილობით შეტყობინებაში.

28 აპრილს თბილისში დაგეგმილია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით დაიწყება; 29 აპრილს კი „ქართული ოცნება“ რუსთაველის გამზირზე კონტრაქციას აწყობს.