მესხიშვილის თეატრში მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.