მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

პუბლიკა

მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 18 ივლისს, 11 საათზე სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი და დრონები ჩაერთო.