მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დეზთან მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩახერგა - გზების დეპარტამენტი

პუბლიკა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზთან (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე) ჩამოსულია მეწყერი.

უწყების ცნობით, მეწყერის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობითვე, მიმდინარეობს გაწმედნითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.

მეწყრის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში: