მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიამ გზა წაიღო და სამი სოფელი დააზარალა

პუბლიკა

სტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში ადიშის, მულახის და ლენჯერის თემში პრობლემა შექმნა. სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ადიშში, სადაც მდინარის ადიდების შედეგად 400 მეტრიანი სამანქანე გზა წაღებულია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწუმნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მესტიის მერიის ცნობით, გზის აღსადგენად მობილიზებულია ტექნიკა და სამუშაოები უკვე დაწყებულია.

სტიქიის შედეგად, გზები დაიტბორა ლენჯერის თემსა და სოფელ მულახშიც. ამ დროისთვის ლენჯერსა და მულახში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მესტიის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყოსტიქიამ მესტიის მუნიციპალიტეტში ადიშის,…

Posted by სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე on შაბათი, 22 აგვისტო, 2020