„მეტი თავისუფლება - გირჩი“ - ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია დააფუძნა

პუბლიკა

დღეს ზურაბ ჯაფარიძემ ახალი „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დააფუძნა.

პარტიის ყრილობა დღეს გაიმართა და თავმჯდომარედ ზურაბ ჯაფარიძე აირჩიეს.

„მთავარი განსხვავება იქნება, რომ მე მინდა ახალი გირჩი იყოს მართლა გახსნილი, ღია პლატფორმა ამ ახლაგაზრდებისთვის. ჩემი თავი, როგორც ცნობადობის მქონე ადამიანის, როგორც გირჩის ბრენდი, როგორც გირჩის ტელევიზია, ამ ადამიანებმა გამოიყენონ საკუთარი იდეების წინ წამოსაწევად და მათ შორის, სცადონ საკუთარი თავი ქართულ პოლიტიკაში“,- უთხრა ჟურნლაისტებს ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტიის ლოგი და დროშა ძველი „გირჩის“ იდენტური იქნება.

„მეტი თავისუფლება იყო ძველი „გირჩის“ სლოგანი, იქნება ახალი „გირჩის“ სლოგანი და იდეოლოგიურად ჩვენ ძველ „გირჩთან“ განსხვავებები არ გვაქვს, ეს იქნება თავისუფალი პლატფორმა, სადაც შეეძლება მოსვლა უამრავ ახალ სახეს , თქვენ იხილავთ უამრავ ახალ პოლიტიკოსს. მთავარი განსხვავება იქნება ბრძოლის ხერხები, თუმცაღა სტრატეგია რაც იყო რჩება, ეს არის მაქსიმალურად მეტ ადამიანთან კომუნიკაცია და მაქსიმალურად მეტ ადამიანთან ჩვენი იდეების მიტანა“,- უთხრა ჟურნალისტებს ახალი „გირჩის“ ერთ-ერტმა წევრმა.

თანაპარტიელებს ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე კვირის წინ გაემიჯნა, როცა ფეისბუკზე დაწერა: „ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას“.