მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებში კაცის ჩაგდებისთვის ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და დაიღუპა. მოგვიანებით თვითმხილველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კაცს ხელი ჰკრეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფაქტის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ ბაქანზე მდგომ პირს ერთ-ერთი ადამიანი ზურგიდან უახლოვდება და ხელს იმ დროს ჰკრავს, როცა მატარებელი სადგურში შედის.