„მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი ინფიცირებულია, საჭიროა მკაცრი შეზღუდვა" - დამოუკიდებელი პროფკავშირი

პუბლიკა

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013″ მეტროპოლიტენში არსებულ COVID-ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, მეტროს მემანქანეთა დიდი ნაწილი ინფიცირებულია. დამოუკიდებელი პროფკავშირი ადმინისტრაციას სწრაფი და მკაცრი შეზღუდვებისკენ მოუწოდებს. გთავაზობთ მათ განცხადებას სრულად:

„გვინდა გაგაცნოთ, ის რეალობა რაც, დღეს მეტროპოლიტენში ხდება COVID-19-თან დაკავშირებით:

სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, „ერთობა-2013-ის” გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. უფრო ზუსტად კი, დასმული იქნა საკითხი, თუ, როგორ შეიძლებოდა მეტროს მუშაობის შენარჩუნება მცირედი შეზღუდვებით ისე, რომ მგზავრებიც და თანამშრომლებიც მაქსიმალურად დაგვეცვა დაინფიცირებისაგან!

შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრსობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის მემაქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა.

ამ სქემით, მეტროს (თანამშრომლების) მემანქანის რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან 10 დღის განმავლობაში იმუშავებდა გარკვეული რაოდენობა მემანქანეეებისა, შემდეგი 10 დღე სხვა ჯგუფი და ესე შემდეგ. რაც რეალურად შესაძლებელი იყო, თუმცა ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ.

ასევე მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს.რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღეის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი რათქმაუნდა უარყოფითი იყო, დამშვიდებული და ,,ჯანმრთელი” თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR-ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც, იქცა სხვა თამშრომლების ინფიცირების წყაროდ. გასულ კვირას კი ,,ერთობა 2013″_ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს (მგონი ხვდებით რასთან გვაქვს საქმე).

ეხლა არსებული სიტუაცია კი ურთულესია, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო.

ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა სასწრაფოდ მიღებულ იქნას მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა, რამდენიმე ხნით შეჩერება, რადგან აღარ მოხდეს ვირუსის ესე უკონტროლო გავრცელება”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პუბლიკა” კომპანიის პოციზიას დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ;