მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა, მოძრაობა შეფერხებულია

პუბლიკა

მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. როგორც „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოქალაქის ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

„პუბლიკა“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურისგან ელოდება ცნობას მოქალაქის ჯანმრთლობის მდომარეობის შესახებ და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის მეტრო მგზავრებს მხოლოდ ვარკეთილი-სადგურის მოედნის მიმართულებით ემსახურება.

განახლება: დაშავებული მოქალაქე კლინიკაშია გადაყვანილი. მეტროს პირველ ხაზზე კი მოძრაობა სრულად აღდგა.