დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორის სისხლის სამართლის საქმის განხილვას იწყებს.
„24 იანვარს მედიასაშუალებებით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც შეიცავდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ფაქტებს. საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, პოლიციელის ქმედება შეფასდა, როგორც არაადამიანური მოპყრობა.
იმედს გამოვთქვამთ, ნაფიცი მსაჯულები სრულად გაიზიარებენ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტაციას და შესაბამისად, გამოიტანენ სამართლიან ვერდიქტს”, – წერს საია.
მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელი გათავისუფლდა
14 ივლისი, 2022
საიას ცნობით, ამავე ფაქტზე ბრალდებული მეორე პირის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მეორე თანამშრომლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში ედებოდა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.