მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემაზე ბრალდებული პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს

პუბლიკა

ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციის ცნობით, 28 ივლისს,  თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

საიას ინფორმაციით, წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი. მავე სხდომაზე სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდების საკითხზე და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქმეში დაზარალეულის ინტერესებს საია იცავდა.