მგონი, თვითონ პრემიერი გადაიხდის მაგ ჯარიმას - სამების მოძღვარი საგანგებო მდგომარეობაზე

მინდია გაბაძე

„ჩვენ არ გვეშინია ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს და სხვებმა იკითხონ. მგონი, თვითონ პრემიერი გადაიხდის მაგ ჯარიმას“, – აღნიშნა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა „მთავარ არხთან“ საუბარში.

„როცა დიდი განსაცდელი იყო, სულ იყო ზიარება, მარხვა, ლოცვა და ა. შ. რა იქნება?! არაფერი. რასაც უფალი ინებებს, ის იქნება. ჩვენ არ გვეშინია  –  ქრისტიანებს, მართლმადიდებლებს და სხვებმა იკითხონ. მგონი, თვითონ პრემიერი გადაიხდის მაგ ჯარიმას, ასე გადაეცით. ჩვენ მაგის არ გვეშინია, ჩვენ უფლის გვეშინია და არა პრემიერების“, – ამბობს მღვდელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით მიმართა.

გახარიას თქმით, საგანგებო რეჟიმის დროს წესების დარღვევა გამოიწვევს  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას –  ფიზიკური პირები 3000 ლარის ოდენობის, იურიდიული პირები 15, 000 ლარის ოდენობის. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 3 წლამდე ვადით.

დღეს, 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა, 21 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გაგრძელდეს.